|
2018-10-06 17:06:33, 1645 ნახვა
რეგიონი
აჭარას „ევრონიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ
აჭარას ,,ევრონიუსის" ჟურნალისტები სტუმრობენ გადაცემა ,,Focus"-ის გადამღები ჯგუფი ბათუმს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს. რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ, "ევრონიუსის" სპეციალური რეპორტაჟისთვის ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ მისცა. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ბათუმში ჩატარებას. „მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა ამ ოლიმპიადისთვის და მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. ეს ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის, რათა მისი - როგორც საერთაშორისო ქალაქის პოზიციონირება მომხდარიყო. ამაღლებულიყო ცნობადობა ქვეყნისა და ქართული კულტურის შესახებ," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ევრონიუსის" გადამღებ ჯგუფს ასევე ესაუბრა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო და მისი ულამაზესი კუთხე აჭარა უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილებია, რომელთაც უძველესი კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და პერსპექტივები გააჩნია. „ევრონიუსის" წარმომადგენლებმა, ბათუმში ყოფნისას, ასევე გადაიღეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ძველი და ახალი თაობის ქართველ მოჭადრაკეებსაც გაესაუბრნენ. ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნა და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
(NS)
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)