13:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 17:12:27, 2427 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას

„რუსეთის ფედერაციას დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%; ჩვენი მისია მდგომარეობს საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, - ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რას პოლიტიკური ბერკეტები არსებობს, მათ შორის სუამ-ის ფარგლებში, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, აუცილებელია პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების განმტკიცება როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ისე მის გარეთ. 

„ჩვენ ერთმანეთს ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ ვცდილობთ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამ-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვა - გზები, რომლებითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics