|
2018-10-05 13:02:08, 2525 ნახვა
საზოგადოება
მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ
მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა მედიაციის სახლის მოხალისე მასწავლებლებს შეხვდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა. 10 მოხალისე პედაგოგი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ რამდენიმე თვეა თანამშრომლობს. საგანმანათლებლო სასწავლო კურსები პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით (მუსიკა, ფოტოხელოვნება) შეიქმნა. მუსიკალურ ბენდსა და ფოტოგრაფიის შემსწავლელ ჯგუფებს შესაბამისი განათლების მქონე მოხალისე პედაგოგები უძღვებიან. პროექტში 20-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო. მასწავლებლებმა ბენეფიციარებს სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დაკვრა და ფოტოხელოვნების დარგები შეასწავლეს. შეხვედრაზე იმ ვიდეორგოლების ჩვენებაც მოეწყო, რომლებიც პროექტის ფარგლებში დამზადდა. თათია ხოჭოლავას თქმით, პროექტი მედიაციის სახლის ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, საპილოტე რეჟიმში შეიქმნა. „10 მოხალისე პედაგოგი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ჩაერთო არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერასა და განხორციელებაში. ბენეფიციარებმა, მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტში შემოქმედებითი ჩართულობით, მეტი დრო დაუთმეს მათთვის საინტერესო და სასარგებლო საქმიანობას“, განაცხადა თათია ხოჭოლავამ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)