|
2018-10-04 16:31:09, 2525 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ანგელა ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოუცხადებლობის საკითხზე იმსჯელებს
გამოძიების მიზანია დაადგინოს, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდ „იავნანას“ შემოწირულობებიდან თანხა პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა ანგელა ვასილენკოს მიერ დღეს სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს. „იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ის სასამართლოში გამოიკითხოს. ამ შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. მისივე თქმით, გამოძიების მიზანია ფონდ ,,იავნანას’’ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში გამოარკვიოს, თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის მგზავრობის ხარჯები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები. შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)