11:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 17:27:43, 1941 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობას არ ადასტურებს, თუმცა თეორიულად, მსგავსი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, ეს თემა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა.

„ბატონმა კარასინმა ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია. მე ვადასტურებ, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ან კონკრეტულად რაიმე მოსამზადებელი სამუშაოები ამის შესახებ არ მიმდინარეობს და არც არსად არის რაიმე მსჯელობა. ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა ალბათ უნდა შედგეს და მასზე, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, რაღაც თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას და შეხვედრა შეხვედრისთვის არავის სჭირდება. თუ იქნება ალბათობა იმისა, რომ ასეთ ჭრილში მომზადდება ეს შეხვედრა, მას ძალიან სერიოზული მუშაობა და მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება. ვიმეორებ, ახლა ეს არ ხდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics