|
2018-10-03 14:26:31, 2608 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შს მინისტრის და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას და მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს. „იმ პირობებში, როდესაც არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მინისტრთან და მთავარ პროკურორთან კითხვები "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს "ევროპული საქართველოც" ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)