08:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 13:06:55, 1406 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი „ომეგა ჯგუფზე“: ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა

„ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება, ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებს.

მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფIს“ დავალიანება 50 მილიონს შეადგენს და ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული შეღავათები ბოროტად იქნა გამოყენებული.

„ჩემთვის რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს, რასაც ცდილობს 2014 წლიდან. ის 11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტომ, ბატონი იქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად იქნა გამოყენებული და დღეს ვხედავთ იმას, რომ 50 მილიონზე მეტი ვალი აქვს ამ კომპანიას ხალხის მიმართ, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, იმისთვის, რომ ხალხს ეს თანხა არ გადაუხადოს“, - განაცხადა თეა წულიკიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics