11:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:04:52, 2073 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მა საქართველოს აგრესიულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გამოუყო

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე "აგრესიული პროპაგანდისა" და მისი საფრთხეების შესახებ ისაუბრა.

 ბახტაძის თქმით, აგრესიულ პროპაგანდას საქართველოს არამეგობარი ძალები ახორციელებენ. მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს გარეძალების პროპაგანდასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლადაა გამიზნული.

"ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორთან ერთად შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოგვიყო ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ეს თანხა გადაეცემა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics