11:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 10:51:35, 2313 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

3 და 4 ოქტომბერს ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თბილისის დროით 18:15 საათზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. 

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში. სტოოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მინისტრები თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელებენ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციზე, ასევე შეეხებიან შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის.  

„ჩვენ ასევე განვიხილავთ გამოწვევებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში გვაქვს. ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

ნატოს შტაბბინაში მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მეტისსა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics