11:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 10:12:20, 1696 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 6 წლის წინ ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს უარი უთხრა

6 წლის წინ, ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„ამ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ", ქართველ ერთან ერთად უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი  და დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ქვეყანამ მიაღწია წინსვლას ყველა სფეროში და პროგრესი ხელშესახებია.

„მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ.  ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, და მივაღწიოთ ჩვენს საერთაშორისო მიზნებს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის და ნატოს სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics