|
2018-10-02 17:42:46, 1517 ნახვა
საზოგადოება
ფედერაცია: ისრაელში 6 მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა
ისრაელში 6 მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა. ბაზაძის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდეს. „მოყვარულმა სპროტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მივიღეთ. ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ. 6 მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ. მჭედლიძემ და სახვაძემ, საქართველოში დაბრუნებისთანავე, წერილობით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ კი საქმის კურსში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ჩააყენა", - განაცხადა ბაზაძე. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). აგრეთვე, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულნი არიან. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)