|
2018-10-02 17:23:59, 2178 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო დუბაიში უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე იქნება წარდგენილი
2-4 ოქტომბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო ქ.დუბაიში, უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე (Cityscape Global 2018) იქნება წარდგენილი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით მიწვეულ ქვეყანას, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდიც, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა (Cityscape Global 2018) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. დღესვე, გამოფენის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სასტუმრო-მომსახურების სექტორების შესახებ პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა სტაბილურ ეკონომიკური გარემოზე, მნიშვნელოვნად გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)