|
2018-10-02 16:23:27, 1507 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქვეყანა რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება. "ყველა წევრი თანხმდება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. ის გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს და მოკავშირეებს მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ჩვენი თანამშრომლობა. შევეხებით შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ვნახეთ, რომ რუსეთი აძლიერებს რეგიონში სამხედრო ყოფნას. კომისიის სხდომაზე ასევე ვისაუბრებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ამ საკითხზე საქართველოსთან. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმებს. ბევრი რამ გააკეთა საქართველომ ამ კუთხით, მაგრამ მოვუწოდებთ რეფორმების გაგრძელებისკენ, ჩვენ კი დავეხმარებით მათ განხორციელებაში. ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)