|
2018-10-02 14:26:52, 1237 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: თავი ხომ არ სტკივა ვანოს? რა შეწყალება?! ეგ მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანას ეხმაურება. როგორც მარშანიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს სხვა პატიმრებისგან განსხვავებით უკეთესი პირობები აქვს. "თავი ხომ არ სტკივა ვანოს? ანალგინი ხომ არ გავუგზავნოთ ან ციტრამონი? მე შემიძლია გავუგზავნო. რა შეწყალება ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს. თან მატროსოვზე კი არა გლდანის მერვეში. თან მატროსოვზე რა პირობებშია რბილ ბალიშებზე წევს, ტელევიზორი აქვს და როგორც ვიცი კომპიუტერიც. რატომ ასეთ არათანაბარ პირობებში? ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთ. ვის რად უნდა მაგის მოწამვლა, ვის რაში აინტერესებს მისი მოწამვლა?", - განაცხადა ადა მარშანიამ. ცნობისთვის, დღეს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას დამატებითი გამოკვლევები უტარდება. მერაბიშვილის გადაყვანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს სერიოზული არაფერი სჭირს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)