11:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 13:47:37, 1446 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველოს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი მართავს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძის განცხადებით საქართველოს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი მართავს მის დაჯგუფებასთან ერთად.

„ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან.
საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელს შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics