20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 11:05:49, 621 ნახვა

რეგიონი
შუახევში კინოკლუბი გაიხსნა

კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში შუახევის კინოკლუბის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

კინოკლუბში პირველად ნაჩვენები იქნა მაღალმთიან აჭარაში გადაღებული რეჟისორ ნიკა წიკლაურის ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ , რომელმაც დოვილის საერთაშორისო ფესტივალზე, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას კინოკლუბის გახსნა მიულოცეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ,რუსუდა შავაძემ.ფილმის შესახებ ისაუბრა გადამღები ჯგუფის წევრმა ჯიმშერ მამუჭაძემ.

კინოკლუბის მიზანია კინოსექტორის გაძლიერება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, შემეცნებითი ფილმების პოპულარიზაცია და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა.

კინოკლუბი კინოჩვენებების გარდა სხვადასხვა აქტივობასაც ითვალისწინებს, მათ შორის დისკუსიების, თამაშების გამართვას, სამოყვარულო შემეცნებითი ვიდეოების გადაღებას,ფილმებიდან საინტერესო ფრაზების პოპულარიზაციას და სხვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics