|
2018-09-29 12:03:52, 1997 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე: ამბობენ, ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო
„ამბობენ, ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო და ორჯერ მდინარეში, რომელმაც კიდევ დაიკლო, შესვლა უფრო ძნელია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს: „უფლებამოსილებების შეკვეცის პარალელურად, ყველა პრეზიდენტს აქვს მმართველობის, პოლიტიკური საქმიანობის თავისი სტილი. ეს ხუთი წელი მართლაც რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც სქართველოს ჰქონდა. ჩვენი დინამიკისთვის, პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი და ბუნებრივად, ამ ძალიან აღელვებულ, ემოციურ, ხშირად ეგზალტირებულ პოლიტიკოსთა გუნდს ან ერთს, ამ მეორეს, ან მესამეს... ან მეათეს... როდესაც რამეს ბოლომდე არ შეუსრულებ, ან ნაწილობრივ გაუკეთებ, ისეთი აღშფოთება არის ხოლმე, რომ ეს ძნელი გადასატანია და მისაღებია პრეზიდენტისთვის, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ეს იყო ის ხუთი წელიწადი, როცა რთული იყო ამ სივრცეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება. იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ. ამავე დროს, ამ ბალანსის დაკავება. იგივე როლის შესრულება იგივე პიროვნებისთვის, ფაქტობრივად, ყველა წაღებული უფლებით, რომელიც აქამდე მქონდა, მათ შორის, მაგალითად საერთაშორისო, შიდა პროცესებზე, სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაზე - ამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა... ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს, ბევრად ნაკლები ძალით და ეს არ იქნებოდა სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის. ამიტომაც გამოვედი ამ თამაშიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)