14:32 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:54:28, 2735 ნახვა

სამართალი
მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ს. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

 უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში, ი.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ი.ს. იმავე დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics