|
2018-09-28 16:18:29, 887 ნახვა
საზოგადოება
„ეთნოფესტი 2018“ - ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთშორისო სამიტი გაიხსნა
დედაქალაქში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის მეორე საერთაშორისო სამიტი - „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნა. 150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში - 28, 29, 30 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონში წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. ამის პარალელურად, დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, პოლონეთიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებს, ვორქშოფებსა და სემინარებს ადგილობრივი პროდუქციის დახვეწის, ოსტატების პროფესიული და მარკეტინგული უნარების განვითარების, მათთვის მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისა და დარგის თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად. გარდა ამისა, შეირჩევა და ოსტატებთან თანამშრომლობით დამუშავდება პროდუქცია აშშ-ის წამყვან ჩვენებებზე წარსადგენად და ბაზარზე შესაბამისი ნიშის დასაკავებლად. „ეთნოფესტი 2018“-ის ფარგლებში გაიმართება დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები - „ტრადიციული რეწვის ისტორიული ნიმუშები და თანამედროვე დიზაინი“, „ქსოვილი საქართველოდან“ და „ეთნიკური ევოლუცია“. 30 სექტემბერ,ს „ეთნოფესტი 2018“-ის საზეიმო დახურვაზე გამოვლინდება კონკურსის - „საუკეთესო სტენდი“ გამარჯვებული. „ეთნოფესტი“ ხელნაკეთი ნივთებისა და დიზაინის ყველაზე მასშტაბური გამოფენაა რეგიონში. ის ახალი პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ტრადიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის გამრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანობის ზრდის, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა. პლატფორმა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ოსტატებსა და მწარმოებლებს, წარდგნენ დარგის ექსპერტების, მყიდველების, ტურისტებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. აღნიშნული სამიტი საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელნაკეთი ნივთების უძველეს ტრადიციებს, პოტენციალსა და პერსპექტივებს. ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. „ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
(NS)
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)