20:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 14:04:59, 575 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - საინვესტიციო პოლიტიკა კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით განხორციელდება

28 სექტემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების  განხორციელების შესახებ" განკარგულების პროექტი განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში რეგიონის მიმართ ინვესტორთა მხრიდან გაზრდილ ინტერესს, რაც სამშენებლო, ტურიზმისა თუ სხვა კაპიტალდაბანდების მიმართულებით იკვეთება. აღინიშნა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის მთავრობამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ პროექტებზე.

„მინდა შევეხო საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის ინტერესთა დაცვით უნდა განხორციელდეს. დღეს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი მოემსახურება ინვესტორთა მხრიდან  ვალდებულებების გადახედვის წესს, რაც გულისხმობს შემდეგს: დღემდე დადგენილი ვალდებულებების გადავადება კვლავაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით, კერძოდ, ყველა ინვესტორს, ყველა საპრივატიზაციო ხელშეკრულების მხარეს მოეთხოვება წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია. ინვესტორთა მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში, სახელმწიფოს მიეცემა საშუალება მოახდინოს საგარანტიო თანხის გამოთხოვა", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა და იგი მთავრობის წევრთა ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. განკარგულების პროექტი 2019 წლის პირველ იანვრამდეა მოქმედი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics