|
2018-09-27 18:02:45, 2980 ნახვა
სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში განუცხადა. მან უწყებაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა. „დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი არის ბინძურად გამოყენებული არაერთ ეპიზოდში, ეს არის ფაბრიკაცია. ჩვენ კარგად ვიცით, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ განცხადების გაკეთებისგან, როგორ, რანაირად დაიგეგმა და რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, შეიძლება ვიღაც, შესაძლო მეწარმე სუბიექტებს არ უნდოდათ ბიუჯეტში თანხების გადახდა და ეს ყველაფერი ფაბრიცირებული ჩანაწერები, სახელების და გვარების გამოყენება, არის სწორედ მიმართული დიმიტრი ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ. რა და როგორ იყო, დასვან შეკითხვები და ამ შეკითხვებზე მივიღებთ პასუხს. ანგაჟირება თემისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა რაღაც დანაშაული ჩაიდინა ან თუ მისი სახელით ვინმემ ისპეკულირა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა პირმა“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)