09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 10:48:20, 1789 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ფატუ ბენსუდასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. 

საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების  პროცესს. 

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულები და გორის დაბომბვისას რუსეთის მიერ "ისკანდერის" გამოყენება. 

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს; ასევე, იგეგმება მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა პატიმრების გაცვლის სფეროში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics