21:33 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 16:50:20, 5285 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის ინიციატივით თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 31 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.

ზეიმზე ბავშვებს „ბასტი-ბუბუს“ წარმოდგენა „ბურატინო“ აჩვენეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სცენაზე საპატრულო მოტოციკლეტი გაიყვანეს და ბავშვებს დაათვალიერებინეს.

საახალწლო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ, ღონისძიებაზე დამსწრე 6700 ბავშვს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს წარმომადგენლებმა „ბასტი-ბუბუს“ მსახიობ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics