09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 13:09:56, 2288 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ევროსასამართლოს უკვე დადგენილი აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში ყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის ყველაზე მძიმე დარღვევა ერთ-ერთი კონვენციის, რომელიც დგინდება ძალიან იშვიათად და არის ეგრედწოდებული პოლიტპატიმრების მუხლი. სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით. სულ ახლახან განთავისუფლდა ილგარ მამადოვი, რომელიც ასევე იგივე მუხლით დადგინდა დარღვევა ევროკონვენციის, მანამდე განთავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული და ერთადერთი პატიმარი, რომელზეც ეს მუხლი დადგენილია და პატიმრობაში კვლავ რჩება არის ვანო მერაბიშვილი. მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩასვა დღის წესრიგში მიმდინარე წლის დეკემბერს აღნიშნული საქმის წარმოება. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს, რომ გააჭიანუროს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება", - განაცხადა კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics