13:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 19:15:18, 2491 ნახვა

სამართალი
დედაზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული ხ.ბ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ხ.ბ. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დედამისს ნ.გ-ს აიძულებდა, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის 80 ლარი მიეცა.

„სამართალდამცველებმა ხ.ბ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული იძულება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე დაეკისრა  ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics