18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 17:54:45, 1895 ნახვა

საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა დადებითად შეაფასა

2018 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების და შედეგების შესახებ ანგარიში  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა  დეტალურად  ისაუბრა  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე და მოსავლის დაზიანების მიზეზებზე.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო შტაბის მუშაობა დადებითად შეაფასა.

აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 625 ათასამდე ჰექტარი ფართობი. ჩატარებული ღონისძიებების შედეგია, რომ მავნებელი  არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მისი პოპულაცია, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ იქ სადაც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობა და ფერმერები აქტიურად იყვნენ  ჩართულნი, დროულად გაატარეს აგროსამუშაოები, როგორც ფაროსანას, ასევე  სოკოვანი  და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, კარგი მოსავალი მიიღეს.

საკომიტეტო განხილვაზე, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა  აღნიშნეს, რომ, შარშანდელთან შედარებით,  წელს მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა და კვლავ ხორციელდება. შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

საკომიტეტო განხილვას, ფერმერები, სამეცნიერო წრეების  და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics