18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 17:05:50, 1132 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის AGRIS (Agricultural Integrated Survey) დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ ხუთ ქვეყანას შორის, რეგიონში საპილოტე ქვეყნად საქართველო დაასახელა. პროექტის ფარგლებში განხორცილდება ფერმერული მეურნეობების აღწერა, შემდგომი მონიტორინგი და მონაცემების ხარვეზის გასწორება.

მინისტრის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია აგრარული დარგის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას აღნიშნული მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია „ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის“ მიერ და ამ ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტია საქართველოში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics