13:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 13:24:02, 2552 ნახვა

სამართალი
„ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი „ქართული ოცნების“ სალაროში მიდიოდა“ - რ2 მორიგ ჩანაწერს ავრცელებს

 „რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. საუბარში „თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე და „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელი მონაწილეობენ. სავარაუდოდ, ლექსო ანდრიაძე ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის, ირაკლი ჩუბინიშვილის საუბარს. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიაში ხდება თანხის მიტანა. ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ყველას უწევს ამ თანხის გადახდა.

ფარული ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics