16:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 13:15:46, 1373 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიულ საწარმოში გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გავაზის საუკეთესო ვენახები“, რომელიც 29 მევენახეს აერთიანებს, 2017 წელს „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო მოაწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან,   გიორგი მიშელაძესთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახების“  მეპაიეებს შეხვდა და  კოოპერაციულ საწარმოში ყურძნის მიღების პროცესს გაეცნო. 
კოოპერაციულ საწარმოში, მიმდინარე წელს, 120 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება. ამ ეტაპზე,  ყურძნის მიღების პროცესი მიმდინარეობს; დაგეგმილია კოოპერატივის წარმოებული  ღვინის ექსპორტი ბელარუსის რესპუბლიკაში.
„კოოპერაცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კოოპერატივებისათვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ამ პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ ყურძენი საკუთარ საწარმოში  გადაამუშაონ და გაზრდილი შემოსავალი ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მე-10 საერთაშორისო  კონკურსზე “International Wine Competition  2018”   კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახები“ პირველი მოსავლიდან დამზადებული  ღვინის    3 ნიმუში იყო წარდგენილი.  ღვინო  საფერავი და  კახური,  ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა,  ხოლო  რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics