|
2018-09-23 12:58:00, 2082 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ
"კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არასწორი ინტრპრეტაციები მოყვა, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მრემიერ-მინისტრის თქმით, ინიციატივა შეეხებოდა ორ მიმართულებას და შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა ინიციატივა იყო. ბახტაძის განმარტებით, პირველი შეეხებოდა იმ კონკრეტულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი რეალობის დროს პასუხისმგებლიანმა მთავრობამ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მიიღოს. შესამისად, მამუკა ბახტაძის თქმით, დამუშავდა კანაფის მოხმარების რეგულაციების მკაცრი დოკუმენტი, სადაც გაწერილია თითოეული რისკი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული რეგულაციებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვა და რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია ფაქტიურად არც ერთ ქვეყანას არ აქვს. „რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პირნათელი ქართულ საზოგადოებასთან. მე განვაცხადე, რომ ჩვენი რეგულაცია პირველ და მეორე ნაწილშიც იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი ამ ნივთიერების და ამ მცენარის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში. მაგრამ ამას მოჰყვა ვნებათაღელვა და ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებაში. „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელწერა გახლავთ ყოველთვის კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან, მისი ინფორმირებულობა, მაქსიმალური ჩართულობა, მითუმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება და გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხოლოდ საბოლოო პოზიციის შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება. სანამ არ მოხდება კონსესუსის მიღწევა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ჩვენ მას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ხელწერა. ჩვენი პოლიტიკური ხელწერა გახლავთ დიალოგი საზოგადოებასთან და ფართო კონსესუსის მიღწევა ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები, აქ ალბათ იმის პრობლემაც იყო, რომ ჩვენ შესაბამისი პირდაპირი კონსულტაციები იმ ინტენსივობით არ გვიწარმოებია, რაც საჭირო იყო, შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ ამ შენიშვნას და გადავდივართ ინტენსიური კონსულტაციების და დიალოგის რეჟიმში, რომ ჩვენც, ქართული ზაზოგადოებაც და ყველა მხარე დარწმუნდეს და თუ იქნება კონსესუსი, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თუ იქნება კონსესუსი, რომ ეს არ არის გადასასგამი ნაბიჯი, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ხელწერა არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ საზოგადოებრივი აზრი არ ყოფილიყო გათვალისწინებული და ამას არასოდეს არ ვიზამთ", - განაცხადა ბახტაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)