09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 12:56:04, 1965 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც

შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის"ეთერში განაცხაა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიდი ოთხეულის წარმომადგენმელმა კომპნიამ დაასრულა ტეტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა საქართველოსა და აშშ-ს შორის და ეკონომიკური ციფრებიც ძალიან იმედის მომცემია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი: პირველი - ეკონომიკური განზომილების - რომ მართლაც, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართელოსა და აშშ-ს შორის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას მოუტანს ორივე ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამავე დროს არის ძალიან პოლიტიკური შემადგენელიც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, რომ საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც სწორედ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკითხი არის პრინციპული და საქართველოს აქვს მხარდაჭერა ყველა დონეზე.         





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics