05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 18:21:01, 2111 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი

„ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთის ჯარი ქვეყნის ტერიტორიას დატოვებს.

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და ადგილი აქვს უკანონო ოკუპაციას. ეს თანხვედრაშია ჩვენი გუნდის პოზიციასთან და ეს პოზიცია არ გადაიხედება მომავალში. მინიმუმ ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი და რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები. საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი ქვეყნიდან გავა. გრიგოლ ვაშაძე კი არის ის ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე ვერ გააგდებინეს ხელიდან რუსული პასპორტი. ის, როგორც რუსეთის მოქალაქე მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში და მე ვფიქრობ, რომ მას მორალური უფლება არ აქვს სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკოს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics