16:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 17:22:29, 1648 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა.

სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.

105+კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ამასთანავე, ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 264 კგ დაძლია და აჯობა ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს ნაჩვენებ ისტორიულ შედეგს. ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც გააუმჯობესა მის მიერვე 2017 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი.

ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ქართველ ძალოსანს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ექნება, რომელსაც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ: https://www.facebook.com/GEOWF/?ref=page_internal





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics