2018-09-20 15:09:20, 2012 ნახვა
საზოგადოება
„რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“ - ქუთაისის კინოთეატრი „მონაზონის წყევლას“ ქართულად არ გაახმოვანებს
ქუთაისის, "კინო საქართველოში" ფილმს "მონაზვნის წყევლა" "რელიგიის შეურაცხყოფის" გამო ქართულად არ გაახმოვანებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია კინოთეატრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ადმინისტრიცაიის გადაწყვეტილებით, ფილმი კინოთეატრში ინგლისურ და რუსულ ენებზე გავა.
"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ. ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე", - წერია კინოთეატრის გვერდზე.
ავტორი: ,