|
2018-09-20 11:47:19, 1630 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა. აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, ასევე პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, სადაც პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა აქვთ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას. NDI-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისია დააკვირდება. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეპერსონიფიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გზავნილები, რომლებიც, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით გაჟღერდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)