05:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:20:24, 1966 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი მარიხუანის წარმოებაზე - თუ ჩვენს შეჭირვებულ ეკონომიკურ პირობებს შვებას მისცემს, რატომაც არა

„თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს და უზრუნველყოფს, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, რატომაც არა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის განხილვა რაც შეიძლება მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში მოხდეს.

„მესმის, რომ ეს თემა ამ ქვეყანაში ყველასთვის ვერ იქნება ის თემა, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი იქნება, მაგრამ ეს იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი. თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს იმას, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ რომ რატომაც არა. მე არ ვთვლი, რომ წინასწარ რაიმე არის სანერვიულო ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი - ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics