09:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 16:22:43, 2703 ნახვა

პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებმა იჩხუბეს [ვიდეო]

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა.

დეპუტატებს შორის ჩხუბი სავარაუდოდ, გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდნენ. 

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სახის არეში დაზიანებები მიიღო. 

 

ფოტო/ვიდეო "ქუთაისიპოსტი" 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics