15:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 15:19:54, 1470 ნახვა

საზოგადოება
სალაძე კანაფის შესახებ შსს-ს კანონპროექტზე: არსებული რეალობა რეგულაციების შემოღებას მოითხოვს ​

პარლამენტში მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, "წარმოდგენილი ფორმით კანონპროექტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააუარესებს გამკაცრების ზომებს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დღეს უფრო ცუდი მოცემულობაა - პრაქტიკულად, რეგულაციების მიღმაა საკითხი დარჩენილი. ამიტომ, ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არის აუცილებლობა და ამას ვერავინ ვერსად გავექცევით. ერთი, რაც მინდა აღვნიშნო - ის რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა და მუშაობა, აუცილებლად მოითხოვს რეგულაციების შემოტანას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეგულაციები აუცილებლად იქნება მიღებული და პარლამენტი შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია. რეალურად, აუცილებელია, რომ ეს საკითხი არ დარჩეს რეგულაციების გარეშე. მესმის წუხილი, რაც აქ გამოითქვა, თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მინდა განვაცხადო, რომ ან კანონპროექტის კანონად ქცევა ნამდვილად ვერ გააუარესებს მდგომარეობას და იმ შიშებს, რომლებიც აქ სასულიერო პირებმა წარმოთქვეს. პირიქით, სწორედ ამ ნაწილის პრევენციას ემსახურება - მათ შორის, ასაკთან დაკავშირებით, გარკვეული პროფესიების მიხედვით და შეზღუდვების ნაწილში შემოტანილი სხვა საკითხებით. სხვა თემაა ამ პროექტში რა ნაწილს ვეთანხმები და რას არა. მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევა დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი დროულად შეძლებს მის მიღებას“,- განაცხადა სალაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics