|
2015-06-07 15:36:52, 5762 ნახვა
Lifestyle
ქეთი დოლიძე: გაჭირვების გამო წასულ ადამიანს არ შეიძლება, ემიგრანტი ერქვას
„თავისი ნებით წასულ ადამიანს (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს, არ შეიძლება, ერქვას ემიგრანტი“, – ამის შესაებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. დოლიძის შეფასებით, ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური წყობის შეცვლისა და დევნის საშიშროების გამო იძულებით ტოვებს. „ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად:::: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში“, – წერს ქეთი დოლიძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)