13:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 09:23:21, 3012 ნახვა

სამართალი
პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ანგარიშს დღეს განიხილავს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 19-21 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.

კანონმდებლები მიმდინარე კვირაში ასამდე საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ბიუროს წინა სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად დაემატა. სხვა არსებითი ცვლილებები დღის წესრიგს არ განუცდია.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების თანახმად, პარლამენტი დღეს, 20 სექტემბერს  განიხილავს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს.  21 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებენ.

ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტში შესულია  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მურთაზ კიკორიას განცხადება 2018 წლის 30 ნოემბრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics