|
2018-09-18 19:32:42, 1932 ნახვა
პოლიტიკა
USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას მიესალმება
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პრემიერმა ისაუბრა აღნიშნულ სექტორში დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორების, მათ შორის USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას მათი განხორციელების პროცესში. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი. მხარეებმა იმსჯელეს პროექტებზე, რომლებიც მომავალში შესაძლოა USAID-ის ყურადღების ცენტრში მოექცეს და ისინი შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აგრარულ სექტორში დასაქმებულ მოსახლეობას მომავალი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას, რასაც ისიც ადასტურებს, რომ USAID-ის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დახმარება 1,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, განათლების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ზრდას და ა.შ. მარკ გრინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრისა და საქართველოს დასავლური ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძემ და მარკ გრინმაა USAID-ის მისიებში დაღუპულ თანამშრომელთა მემორიალური დაფა დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრმა USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოში მიიწვია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)