13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 18:28:06, 1735 ნახვა

საზოგადოება
„ეკლესიას პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს“ - საკანონმდებლო ინიციატივა

„საქართველოს საპატრიარქოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს“ - ასეთი შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტირიდა.

ინიციატორის ავტორი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატი, მიხეილ (გელა) სალუაშვილია.

ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.

როგორც საკანონმდებლო წინადადების განმარტებით  ბარათშია აღნიშნული,  საპარლამენტო მდივანი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება პარლამენტში და ხელს შეუწყობს პარლამენტსა და ეკლესიას შორის მეტ კომუნიკაციას

 „საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორცილებაში“, -აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მომზადებული დოკუმეტის მიხედვით, ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში და ასევე პარლამენტის თითოეულ კომიტეტში კოორდინაციის განმახორციელებელი მოადგილეები.

ამასთან, „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი. ეკლესიის საპარლამენტო მდივანს უფლება ექნება ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტების განხილვაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

საკანონმდებლო ინიციატივის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/200177





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics