13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 16:43:35, 1799 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია „ლიბერალის“ რედაქტორის ცემაზე: გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს სხვაში შეეშალათ

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, "ლიბერალის" მთავარი რედაქტორის ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში.

"2018 წლის 15 სექტემბერს, "ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. დღეს გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში და სინამდვილეში სულ სხვა პირთან აპირებდნენ ანგარიშსწორებას, რომელმაც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იჩხუბა და აღნიშნა რომ ზურაბ ვარდიაშვილი იყო.

თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს გამომძიებელი "ლიბერალის“ რედაქტორს დაჟინებით უმეორებდა, რომ სწორედ მან იჩხუბა და ამ მოტივით დაესხნენ თავს. პირველ რიგში, შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოძიების მხრიდან მსგავსი ზედაპირული დამოკიდებულების გამო და მოვუწოდებთ მას, მეტი ყურადღებით მოეკიდოს საქმეს. ამავდროულად, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა ,,ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შსს-ს დროულად დაიკითხოს ყველა შესაძლო მოწმე, ზურაბ ვარდიაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალი წარედგინოს ყველა იდენტიფიცირებულ პირს", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics