13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:32:20, 1470 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები  პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დროის შუალედის შემცირება მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

„პრობლემა იყო ის,  რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას,  მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი  სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება იგეგმება.

„მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ ახალი შემადგენლობების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ ძველი ვაგონების მოდერნიზებას და გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის ერთ-ერთი კომფორტული საშუალება იყოს.  ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი  ტრანსპორტი, მაგალითად, ავტობუსების არსებული პარკი, რაც მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლისთვის მთლიანად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში, მეტრო თბილისელებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი იქნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics