12:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 13:55:57, 1731 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიის ფარგლებში,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შეხვდა. 

შეხვედრაზე, სამინისტროსა  და ჯანმოს თანამშრომლობის  ფარგლებში მიმდინარე საკითხები  განიხილეს  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

განსაკუთრებული აქცენტი,  საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის მნიშვნელობასა და  მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადების შემდგომ შემცირებაზე გაკეთდა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფარმაკოლოგიური პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მიმდინარე პროექტებს. 

ხვალ,  ჯანდაცვის მინისტრი,  ქალაქ რომში მიმდინარე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის  68-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.  აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში  ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს,  ჯანდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.  

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics