17:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 10:52:10, 584 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარიდან ულოცავს. 

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, განათლება მთავრობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს! 

განათლება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში იმედის მომცემი სიახლეები გაგვაცნო. დაგეგმილია პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, განათლების ევროპულ მოდელთან უფრო მეტი დაახლოება. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა საქართველოს მთავრობასთან ერთად ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელოს.

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელიც ახალ გამოწვევებთან, ახალ მიღწევებთან იქნება დაკავშირებული. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!" - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თავის მილოცვაში. 

17 სექტემბერს, თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ახალ სკოლას გახსნის და სასწავლო წლის დაწყებას მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცავს. დღესვე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში რეაბილიტირებული სკოლის გახსნაა დაგეგმილი. 2018 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, 5 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics