09:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-16 16:12:25, 2008 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მარიხუანას კულტივაციის შესახებ ცვლილებების მოგვიანებით განხილვა დათმობაა

ირაკლი კობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ ცვლილებების მოგვიანებით განხილვა დათმობაა გნებავთ, ამას დათმობა უწოდეთ, დათმობაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის კითხვას, არის თუ არა დათმობა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაყოფა და ცალ-ცალკე განხილვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაიმართება კონსულტაციები და საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს. მისივე თქმით, მარიხუანას კანონპროექტზე როცა ყველა ინფორმირებული იქნება, კითხვები აღარ იარსებებს. „გნებავთ, ამას დათმობა უწოდეთ, დათმობაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია არის არა ის, თუ კონკრეტულ სპეკულაციებში ვინ გამოჩნდება უფრო გამარჯვებული, არამედ, ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებასთან მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები გვქონდეს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოების ინფორმირება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ინფორმირებული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საუბარი არ არის, რომ ეკლესიამ რაღაც უნდა დათმოს. დათმობაზე საუბარი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე ვიღებთ. პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. ამაზე საუბარი კანონპროექტში არ არის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა. კონსულტაციები საპატრიარქოში სხვადასხვა დონეზე იყო. ეს კონსულტაციები ყველა დონეზე გაგრძელდება. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები ყოვლის მომცველი არ იყო, საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება. როცა ყველა ინფორმირებული იქნება, კითხვები აღარ იარსებებს. კონსულტაციებში შესაძლოა დეფიციტი იყო და ამის შევსებაა ჩვენი ამოცანა. დისკუსია უნდა გაგრძელდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და პირველ რიგში, პატრიარქთან გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics