08:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-16 10:16:13, 2485 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება

ანაკლიაში, დღეს 14:00 საათზე ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მუშაობას დაიწყებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია. საზღვაო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

„პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები, მთლიანობაში, თავისი მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა. მის ფარგლებში, გემი „ათენას“ გამოყენებით, ანაკლიის პორტში მოხდება ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება.

საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს. ამ დროისათვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის შემდეგი ეტაპისთვის მობილიზაცია დასრულებულია. ტერიტორიაზე თავმოყრილია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს.

პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა.

110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება“, – აღნიშნულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics