12:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 10:13:27, 1022 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ბარიშნიკოვს „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა

მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და მსახიობს, მიხეილ ბარიშნიკოვს, თბილისის მერის სახელით, „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა.

მიხეილ ბარიშნიკოვი საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ გაიხსნა.

ღონისძიებას  დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, მიხეილ ბარიშნიკოვი საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი და თავისუფლების სიმბოლოა. 

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პირველი სპექტაკლი გაიმართა. ჩამოსულია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც არის ლეგენდარული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი,  ფაქტობრივად, თავისუფლების სიმბოლო და ასეთად რჩება დღემდე. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ საქართველო და თბილისი ამოარჩია, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მისი მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო,  ქალაქ თბილისის მერის სახელით, საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის გასაღები გადავეცით“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ წარმოდგენის დასრულების შემდეგ.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თბილისი წელს მეათედ მასპინძლობს. ფესტივალი არამხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.

ფესტივალი მიხეილ ბარიშნიკოვს, თაიგერ ლილიზს, ცირკ ელუაზს, თალია თეატრს ნინო ხარატიშვილის რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო ფორმის წარმოდგენას აერთიანებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics