|
2018-09-14 14:40:23, 2281 ნახვა
სამართალი
18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
6 ივლისს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, დღეს გორის ცენტრალურ მიგასტრალზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვდნენ. მათ გზაც გადაკეტეს, რაც სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გორიის მერიასთან გადაინაცვლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)